„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე იმედოვნებს, რომ პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს.
„ბოლო ეტაპია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. იმედია, პარლამენტი საბოლოოდ მიიღებს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს და ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა უფრო მეტი დემოკრატიის გზას დაადგება. შემდგომი ნაბიჯი გვექნება ყველაზე გადამწყვეტი, რომ არჩევნები სამართლიან და თანასწორუფლებიან სიტუაციაში, გამჭვირვალედ ჩატარდეს
ჩვენ ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ და დამოუკიდებელ დეპუტატებს აქვთ საკმარისი ხმები, რომ კანონპროექტი იქნას მიღებული“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
ხვალ, საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.











