ინფექიური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარიან ეზუგბაია კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ დღეს მხოლოდ 4 ადამიანის წყარო არის უცნობი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას გნააცხადა.
„8 პაციენტი არის დადასტურებულთან კონტაქტი, ერთი პაციენტი გახლავთ სამედიცინო პერსონალი, 7 კი შემოტანილი შემთხვევაა, მათ შორის 4 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. 4 პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 262 დადასტურებული შემთხვევა. აქედან გვყავს 3 კრიტიკული და 16 მძიმე პაციენტი“,- აღნიშნავს ეზუგბაია.
მისივე თქმით, ჩაქვში გუშინ აიღეს 806 ბიოლოგიური სინჯი, ზოგადად ბათუმში, კარვებსა და პოლიკლინიკებში 1762 სინჯი, მათი პასუხები დღეს იქნება ცნობილი. რაც შეეხება „დონას“, საკონდიტროს კლასტერიდან 600 ტესტი ჩატარდა და მხოლოდ ერთი იყო დადასტურებული.











