აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, ჯო ბაიდენი ვენაში მომხდარ თავდასხმას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
„დღეს ვენაში მომხდარი საშინელი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მე და ჯილი ვლოცულობთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებზე. როდესაც საქმე სიძულვილსა და ძალადობას ეხება, აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ“,- წერს ბაიდენი.
შეგახსენებთ, რომ ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო.
After tonight's horrific terrorist attack in Vienna, Austria, Jill and I are keeping the victims and their families in our prayers. We must all stand united against hate and violence.
— Joe Biden (@JoeBiden) November 3, 2020











