fbpx
04/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მედიაზე თავდასხმა დამკვიდრებული ტენდენციის კიდევ ერთი გამოხატულებაა – ბადრი ჯაფარიძე

09:46 ივლისი 1, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
776
ნახვა

“დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიის წარმომადგენლებზე ნებისმიერი ფორმით თავდასხმა სრულიად მიუღებელია და ასეთი თავდამსხმელების მიმართ კანონი სრული სიმკაცრით უნდა ამოქმედდეს”, – ასე ეხმიანება ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტებზე წალკაში განხორციელებულ თავდასხმას.

„ოცნების” ხელისუფლების პერიოდში მედიაზე ფიზიკური ძალადობა, არც პირველი და როგორც ჩანს, არც უკანასკნელი შემთხვევაა.​ ​წალკაში, სოფელ წინწყაროში არსებული მძიმე პრობლემების გასაშუქებლად ჩასული “ტვ პირველის” ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, სამწუხაროდ, არც პირველი და როგორც ჩანს, არც უკანასკნელი შემთხვევაა. ეს არის უკვე დამკვიდრებული ტენდენციის კიდევ ერთი გამოხატულება, რადგან მსგავსი ფაქტები არაერთხელ მომხდარა. საზოგადოებას კარგად ახსოვს ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „მთავარის“ და ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმებიც.

როგორც წესი, მედიაზე ძალადობის ფაქტების მიმართ საგამოძიებო უწყებების რეაგირება არ არის მყისიერი და მწვავე და უმეტესად ზედაპირულ ხასიათს ატარებს. ამგვარი დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ქმედების წახალისებას წარმოადგენს. ეს პროცესი კიდევ უკეთესად ჩანს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, სადაც აქტიურად მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე. ცხადია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიის წარმომადგენლებზე ნებისმიერი ფორმით თავდასხმა სრულიად მიუღებელია და ასეთი თავდამსხმელების მიმართ კანონი სრული სიმკაცრით უნდა ამოქმედდეს. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ჟურნალისტების მიერ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში საკუთარი პროფესიული საქმიანობის შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, შსს-მ ქვემო ქართლში ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 26-ე (ძალადობის) და 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის) მუხლებით დაიწყო, დაკავებულია ერთი პირი.

 

 

თეგები: ბადრი ჯაფარიძემედია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ქვეყანას რიგგარეშე არჩევნები სჭირდება – ბადრი ჯაფარიძე

ნოემბერი 26, 2021
797
პოლიტიკა

წინააღმდეგობას გავაგრძელებთ, რომ არ დავუშვათ ქვეყნის ავტოკრატიულ უფსკრულში გადაჩეხვა – ბადრი ჯაფარიძე

ნოემბერი 17, 2021
797
საზოგადოება

ფარული ფაილების საქმე – პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება

სექტემბერი 17, 2021
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია