დღეს საკანონდებლო ორგანოში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური უნდა მივიდეს. მას მედიის წარმომადგენლბი აქციით დახვდებიან და 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.
მედია მოუწოდებს გომელაურს, რომ თანამდებობა დატოვოს და ყველა დამნაშავე პირი დაისაჯოს.
ცნობისთვის, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, მოუსმენენ.











