“დავით გარეჯთან მომხდარი ინციდენტი ძალიან უსიამოვნო იყო. თუმცა ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ, სასულიერო პირი საეკლესიო ქცევის ნორმებში უნდა დარჩეს, მიუხედავად გარემოებებისა და მეორე მხრივ, გარემოება ერთმნიშვნელოვნად პროვოკაცია იყო”,- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ივერი მელაშვილი ბრალდებული, გირაოთი გამოსულია, სავარაუდოდ, იმ პირობით რომ მოწმეებზე ზეგავლენის მცდელობა არ ექნება. ამიტომ იმ ადგილზე, სადაც სავარაუდოდ, დანაშაული აქვს ჩადენილი, ერთმნიშვნელოვნად აღიქმება, როგორც პროვოკაცია. შეიძლება, თავად ივერი მელაშვილი არ გეგმავდა იქ ჩასვლას და „მთავარი არხის“ დაგეგმილი იყოს”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, “მთავარი არხის” ინფორმაციით, დავით-გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ივერი მელაშვილსა და არხის გადამღებ ჯგუფს ნასვამ დგომარეობაში მყოფი სასულიერო პირები თავს დაესხნენ.











