პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ გუნდის მხრიდან კახა კალაძეს მერობის არჩევნებზე სრული მხარდაჭერა ექნება.
თალაკვაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისის მერობის კანდიდატად მისი კანდიდატურა განიხილება.
„გთხოვთ, რომ დაველოდოთ მოვლენებს. როგორც იცით, თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე იმართება და ჩვენ აუცილებლად საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს კანდიდატებს. კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, ის არის ძალიან წარმატებული მერი და, რა თქმა უნდა, აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა თვითმმართველობის არჩევნებზე. კონსულტაციები ნამდვილად დაწყებულია, პარტიის თავმჯდომარე ამაზე კიდევ უფრო მეტს გეტყვით. ჩვენ სამზადისი დავიწყეთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაც შეეხება მერობის კანდიდატურას, ჩვენი სურვილი არის და ჩვენი სრული მხარდაჭერა თბილისის მერის არჩევნებში აქვს კახა კალაძეს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობილია, ჩატარდება თუ არ წელს ბოლო ზარი, ექსკურსია და ბანკეტი











