მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიშთან მისასვლელი დროებითი გზა მოეწყო. მოსახლეობას ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესაძლებლობა უკვე აქვს.
ადგილზე ორი დღის განმავლობაში მძიმე ტექნიკა მუშაობდა.
სტიქიამ სოფელ ადიშთან დამაკავშირებელი გზა 22 აგვისტოს დააზიანა, რის გამოც სოფელი ჩაიკეტა. წყალმა მთლიანობაში გზის 400 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო.
სტიქიის საპრევენციო სამუშაოების ფარგლებში კალა-უშგული დამაკავშირებელ გზაზე სოფელ იფართან ცენტრალური გზის გამაგრება და მდინარის კალაპოტის შეცვლა მალევე მოხერხდა. საპრევენციო სამუშოები 22 აგვისტოსვე ჩატარდა, ასევე ლენჯერის და მულახის თემებშიც.
ძლიერმა წვიმამ მესტიის სოფლებში მდინარეების ადიდება და ღვარცოფი გამოიწვია, რამაც ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: თეა შონია











