ჩემს ეპარქიაში სასჯელი ვის დავადო, ვის უნდა შევუთანხმო?! მაპატიეთ, ჟურნალისტებს, ანგაჟირებულ მრევლს, თუ ვის?!, – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, ანტონმა ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა, სადაც ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებზე დღეს შეხვედრა გაიმართა.
მისი თქმით, მღვდელმთავრის კომპეტენციაში უცხო პირების ჩარევა დაუშვებელია.
„როდესაც მღვდელმთავარი ჩემს ეპარქიაში კრებას ვატარებ, რა ესაქმება ავტობუსებით ჩამოსულ ადამიანებს, მით უმეტეს იმ კომპეტენციებში, რასაც მღვდელმთავრის კომპეტენცია ჰქვია?! გეკითხებით! მე ჩემს ეპარქიაში სასჯელი ვის დავადო, ვის უნდა შევუთანხმო?! მაპატიეთ, ჟურნალისტებს, ანგაჟირებულ მრევლს, თუ ვის უნდა შევუთანხმდე?! აღშფოთებული ვარ! არ მესმის ეს რა არის! მიტ უმეტეს, ასე ძალადობით შეჭრა მღვდელმთავრის პირად საკუთრებაში! ჯარი ჩვენ არ გვყავს და პოლიცია! ახლა პატრულ დავურეკო და ვუთხრა, ეს ხალხი გადევნე აქდან თუ რა გაცაკეთო ამ დროს?! ძალიან ძნელია, უსუსური ხარ ამ დროს!“, – განაცხადა მეუფე ანტონმა.
ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი მიტრპოლიტ სტეფანეს დაუპირისპირდა. ხმაური მოჰყვა ეპისკოპოსის ბრძანებას, რომლის თანახმადაც, ეპარქიაში მოღვაწე ორ სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა.
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჭყონდიდის ეპარქიაში ერთმანეთს მღვდელმსახურები და მრევლის ნაწილი დაუპირისპირდა.
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.











