„წმინდა სინოდია ერთადერთი ორგანო, რომელიც წყვეტს საკითხს, ვინაა ეპისკოპოსი რომელიმე ეპარქიაში. წმინდა სინოდმა გადაწყვიტა მეუფე პეტრეს გადაყენება და ჩემი დადგინება.”, – ამის შესახებ მეუფე სტეფანემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ის მმართველი ეპისკოპოსია და ეპარქიაში მრევლი ჰყავს და არა მომხრეები.
„მღვდელმთავარი ვარ, მომხრეები არ მყავს, მე მრევლი მყავს… მედია არ არის ის ორგანო, რომელიც აცხადებს, ვინ არის კანონიერი და ვინ უკანონო. ის უბრალოდ სიტუაციას აფიქსირებს. ამ შემთხვევაში გამოვიდა, რომ ისინი მართლები არიან, მე უკანონო ვარ. მედია მამკობს სიტყვებით, რაც მედიისთვის შეუფერებელია.
მე ასეთი მოვალეობა მაქვს, როდესაც ეკლესიას არ ცნობენ, სინოდის გადაწყვეტილებას არ ცნობენ, როდესაც პატრიარქის მიმართ არის საშინელი ბრალდებები, მე იძულებული ვარ, საკმაოდ თავშეკავებულად, გარკვეული დიდი შუალედებით რაღაც ვთქვა, რომ ასე არ შეიძლება, შემდეგ რაღაც კანონიკური გადაწყვეტილება მივიღო. ამაზე მედია ერთ ამბავს ტეხს, რომ თითქოს, მე ვიღაცები უკანონოდ დავსაჯე. მედიამ რა იცის, უკანონოდ დავსაჯე თუ არა?“, – აცხადებს მეუფე სტეფანე.











