fbpx
28/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მეუფის ქადაგება ინტერპრეტაციების საშუალებას იძლეოდა – ისრაელის ელჩი იოანე გამრეკელზე

13:26 იანვარი 4, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
883
ნახვა

საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ქადაგებას და მის განმარტებას ეხმაურება.

რან გიდორი მიიჩნევს, რომ მეუფის ქადაგება ინტერპრეტაციების საშუალებას იძლეოდა, თუმცა მეუფის მიერ შემდეგ გავრცელებული განმარტება იმედის მომცემია.

მისივე თქმით, ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს ქართულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს.

“20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა, ქუთაის-გაენათის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე იოანე გამრეკელმა ბაგრატის ტაძარში წარმოთქვა ქადაგება, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ამიტომ ჩემთვის იმედისმომცემი იყო 31 დეკემბერს მიტროპოლიტის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც მან განმარტა, რა იყო ნაგულისხმევი მის სიტყვაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი პატივისცემა ებრაელი ხალხის მიმართ და დაგმო ანტისემიტიზმი.

ორი ათას წელზე მეტია საქართველო მშობლიური სახლია წარმატებული ებრაული თემისთვის და ჩვენი ქართველი მეგობრები და პარტნიორები ყოველთვის სამართლიანად ამაყობენ იმ ფაქტით, რომ მათ ქვეყანაში ანტისემიტიზმი ფაქტიურად არ არსებობდა. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეს უკანასკნელი განცხადება და ტოლერანტობის გზავნილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღემდე (27 იანვარი) და სულ რამდენიმე კვირაა გასული, რაც ისრაელმა – ებრაულმა სახელმწიფომ – გულუხვად გაიღო სახსრები და ასევე გადასცა აღჭურვილობა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისს, რათა დაეხმაროს საქართველოს Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში.

ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ახალ წელს შევხვდეთ ღრმა რწმენით, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის მეგობრობა ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს და რომ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს ქართულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს”, – განაცხადა ელჩმა.

 

საუბარია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის  მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის 20 დეკემბერის ქადაგებაზე ბაგრატის ტაძარში, რომელიც წმ. ამბროსი მედიოლანელის ხსენების დღეს ეხებოდა.

„ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებაში იყო ასეთი შემთხვევა, რომ მოხდა დაპირისპირება იუდეველთა თემის ქრისტიანებთან. ქრისტიანები უფრო მეტნი იყვნენ რიცხვით. დაპირისპირება გადავიდა ძალადობაში და ძალადობის შედეგი იყო, რომ ქრისტიანებმა სძლიეს იუდეველთა თემს  და მათი სინაგოგა დაანგრიეს.

აღშფოთდა ხელისუფლება, იჩივლეს, აგვიშენონ ახლაო.. ქალაქში ცოტანი იყვნენ, მაგრამ მსოფლიოში ცოტანი არ არიან. გავლენაც აქვთ მეფის კარზე ყოველთვის, ახლაც.  ქრისტიანები არ თანხმდებოდნენ, მაშინ მმართველმა შეუთვალა ამბროსის, უნდა გადაიხადოთო. მან უპასუხა, რომ ქრისტეს ჯვარმცელთ და ქრისტიანთა მდევნელთ ქრისტიანებმა სალოცავი… როგორ უნდა ავუშენოთო. ნუ, ისინიც მოქალაქეები არიან და აქვთ უფლება და დღევანელი ნორმებით, უფლებები აქვთ.

ამბროსი ხომ ყოფილი სახელმწიფო მოხელე იყო და მან შეუთვალა, კარგიო. მაგრამ მათ ჯერ გადაიხადონ საუკუნეების მანძილზე მათი დასმენით, ცილისწამებით.. ამდენი ქრისტიანი აწამესო, რამდენი ქრისტიანთა სალოცავები დაანგრიეს და რამდენჯერო – აი, ამ ყველაფერს რომ გადაიხდიან,  მერე ჩვენ თანხას მივცემთ სინაგოგის აშენებისთვისო.

მიხვდნენ, რომ ეს თანხა ისეთია, რომ ვერ გადაიხდიან. უდანაშაულოთა სისხლის ფასი არის, რომ გადაიხადო?! რამდენი აწამეს, მათი ცილისწამებით, ბრალდებით, დასმენით. რამდენჯერ მათ, სანამ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა ქრისტიანობა – ძალადობდნენ ქრისტიანებზე. და მაშინ მმართველმა დაიბარა თემის… და უთხრა – პასუხი ასეთიაო – თქვენ იმ საუკუნეების, ნუ, ერთი-ორი საუკუნე მაინც, გადაიხადეთო და ისინი გადაგიხდიან იქიდანო. და უარი თქვეს, ჩვენ თვითონ ავაშენებთ სინაგოგასო.

დღესაც, როდესაც ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობენ, უცნაურია, ეკლესიის ლანძღვის და ცილისწამების უფლება არის, რომ სიტყვის თავისუფლება.. როდესაც ჩვენ გვინდა, რომ გავაკრიტიკოთ ეს ქმედება, გვეუბნებიან, რომ იცით, მათ ჰქონდათ უფლება. ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ჩვენი აზრი ვთქვათ? ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. ეს ეთნიკური საზღვრით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა, ეკლესიის წინააღმდეგ. თუმცა ეკლესიიდგან სიკეთის მეტი არაფერი მიუღიათ“, – აცხადებს ის.

მოგვიანებით მეუფემ ქადაგება განმარტა და განაცხადა, რომ მან მხოლოდ ისტორიულად მომხდარ ფაქტებზე ისაუბრა.

“სემინარიაში რომ სწავლობდნენ, მაშინ რექტორი ვიყავი და არ მახსოვს მათი კრიტიკული შენიშვნები” – მეუფე იოანე კრიტიკოსებზე

თეგები: ელჩიმეუფე იოანე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ავსტრალიის ელჩს შეხვდა

მაისი 25, 2021
781
პოლიტიკა

კელი დეგნანი: საქართველოს მდიდარი ლიტერატურული ტრადიციები ასობით წელს ითვლის და წინ უსწრებს ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას

აპრილი 23, 2021
778
საზოგადოება

მიტროპოლიტი იოანე განცხადებას ავრცელებს

იანვარი 8, 2021
918

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია