პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი მისი პარტიის მოხსნის მოთხოვნით გამოსულ ოპოზიციას სოციალურ ქსელში პასუხობს, რომ მევახშე პარტიები ამით ცდილობენ პოლიტიკაში დამკვიდრებას.
„მევახშეების პარტია, ნულოვანი რეიტინგით, არჩევნებიდან პატრიოტების მოხსნას ითხოვს. ადეიშვილ- მერაბიშვილის ინსტრუმენტი ბანკის და მევახშე ბანკირების პარტია! ასე ცდილობენ დამკვიდრებას პოლიტიკაში, ყოჩაღ…ასე გააგრძელეთ.” – წერს ირმა ინაშვილი.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ირმა ინაშვილი და მისი თანამოაზრე დავით თარხან-მოურავი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდნენ, ოპოზიციური პარტიები პატრიოტთა ალიანსის არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვენ.











