ბელარუსის დედაქალაქ, მინსკში პოლიციამ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მსვლელობისას ათობით ადამიანი დააპატიმრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენა.
მისივე ინფორმაციით, შეფერხებით მუშაობს ინტერნეტი.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების მეორე ტალღა 25 ოქტომბრიდან მას შემდეგ განახლდა, რაც ოპოზიციის მიერ ბელარუსის მთავრობისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა უშედეგოდ ამოიწურა.
ოპოზიცია და მათი მომხრეები არჩევნებში ლუკაშენკოს გამარჯვებას არ აღიარებენ.











