მოკლული 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობისთვის იბრძოლებს. ის პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი და ასევე, მისი თანაგუნდელის, გედევან ფოფხაძის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ ნიკოლაძემ „პრაიმტაიმნიუსს“ ინფორმაცია დაუდასტურა. როგორც ნიკოლაძემ სააგენტოსთან აღნიშნა, მაჟორიტარ კანდიდატად მისი წარდგენა გამორიცხულია.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გედევან ფოფხაძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ განაცხადა, რომ მირიან ნიკოლაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩაერთვება და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იქნება.
ასევე, ნახეთ – რას ამბობს მირიან ნიკოლაძე არჩევნებში მონაწილეობაზე – რა მემაჟორიტარება?! არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ – მირიან ნიკოლაძე.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











