fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მირიან ნიკოლაძე ხომასურიძის მუქარაზე რეაგირებას ითხოვს

13:55 სექტემბერი 7, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

მოკლული 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე სამართალდამცავ უწყებას მოწოდებს, შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამის, თამაზ ხომასურიძის  მიერ მის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებებით დაინტერესდეს.

როგორც ნიკოლაძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ხომასურიძის განცხადებები ყოველგვარ სამართლებრივ ზღვარს სცდება.

მისივე თქმით, „ტვ პირველის”  მიერ გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერმა კიდე ერთხელ დაადასტურა, რომ ციხეში შაქარაშვილის მკვლელები ზიან.

მირიან ნიკოლაძე: გიორგის მკვლელებთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები, ბუნებრივია, საერთოდ აღარ არის.  ჩვენთვის, ოჯახისთვის კითხვის ნიშნები ისედაც არ იყო – ოჯახს იურიდიულ დონეზე დადასტურებულად მიაჩნია, რომ ეს ადამიანები სწორად არიან დაკავებულები. ფარული ჩანაწერების გაშვება ძალიან კარგი იყო საზოგადოების შინაგანი რწმენის გაძლიერებისთვის, ვინაიდან ხდებოდა იმის პროპაგანდა, რომ ციხეში უდანაშაულო ხალხი ზის.

ჯერ ის ამიხსენით, რატომ უნდა უნდოდეს დაზარალებულს უდანაშაულო კაცის დაჭერა, ეს ხომ აბსურდია. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ეს პირები მართლაც არიან მკვლელების პოტენციალის მატარებლები, იგივე ითქმის არასრულწლოვანზე, რომელიც ეტრაბახება თავის თანამესაკნეებს, რომ მამამისი გარეთ მკვლელობებს მოაწყობს და ვიღაცებს სიცოცხლეს გამოასალმებს. მართლა ჩვენი საერთო ტრაგედიაა ის, რომ ასეთ ასაკში ბავშვს ეს ყველაფერი ეამაყება.

– ბატონო მირიან,  ბოლო პერიოდია, რაც ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე თქვენი მისამართით მუქარის შემცველ განცხადებებს ავრცელებს. მისი თქმით, ორგანიზაცია „თეთრს ისარს“, რომლის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას,  თქვენს მიმართ განაჩენი აქვს გამოტანილი. თქვენი აზრით, რეალური და საფრთხის შემცველია მისი განცხადებები?

– ხომასურიძე საკუთარი განცხადებებიდან გამომდინარე, კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა. შესაძლოა, მას რაიმე დაჯგუფებასთან ჰქონდეს კავშირი, თუმცა ასეთი ორგანიზაცია საქართველოში არ არსებობს. ასეთი ორგანიზაცია იყო 90-იან წლებში რუსეთში და ვიცი, რომ მისი შექმნა განპირობებული იყო იმით, რომ სამართალდამცავები კრიმინალს ვეღარ აკონტროლებდნენ.  მაშინ ყოფილმა სამართალდამცველებმა შექმნეს ასეთი ორგანიზაცია, რათა დამნაშავეებს ფიზიკურად გასწორებოდნენ.

ხომასურიძეს უნდა, რომ ასეთი ორგანიზაცია საქართველოში არსებობდეს. ის არის სააკაშვილის ხელისუფლების ჩვეულებრივი პირმშო, ასეთ ადამიანებს ქმნიდნენ სააკაშვილის დროს. ის  არასდროს არაფერს წარმოადგენა. ხომასურიძე მიიყვანეს და ჩასვეს აგენტურაში, თვითონ ჰყვება ამას, მე ხომ არ ვიგონებ. მოკლედ რომ ვთქვათ, ის კაცად მაშინ იქცა, როცა ვიღაცების ჩაშვება დაიწყო.  მთელი მისი ცხოვრება ემსახურება იმას, რომ სხვა გააუბედუროს.

ხომასურიძე ამზადებს ნიადაგს,  ერთ დღეს თვითონ ჩაიდინოს უბედურება და სხვას დაბრალდეს. საქართველოში არანაირი თეთრი ისარი არ არსებობს, თვითონ უნდა, რომ ანგარიშწორება აწარმოოს ყველას მიმართ.

– მისი მუქარის შემდეგ, თავს დაცულად გრძნობათ?

-საერთოდ არ მაინტერესებს ასეთი ადამიანების განცხადებები. 9 წელი ველოდებოდი, რომ ვიღაცა შარს მომდებდა, რადგან იმ ხელისუფლების მოწინაღმდეგეს ყოველთვის ემუქრებოდა საფრთხეები.

ყველას ძალიან აღიზიანებს ხომასურიძის ასეთი აგრესიული გამოსვლა. როგორია, ბავშვი მოგვიკლეს და მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი გვემუქრება. რიგითი გამვლელებიც კი ისეთ აგრესიას გამოხატავენ ამ პატივცემულის მიმართ, რომ არ ვიცი.

– მისი განცხადებებით სამართალდამცავი უწყება უნდა დაინტერესდეს?

– რა თმა უნდა, უნდა დაინტერესდეს. ბოლო-ბოლო რა უნდა, დაღალა საზოგადოებაც. მე სასაცილოდაც არ მყოფნის მისი განცხადებები, მაგრამ ძალიან რთულია დედისთვის, ცოლისთვის, შვილის იმის დაჯერება, რომ  მუქარებს რეალობაში არ განახორციელებს. აქამდე, როცა  ხომასურიძის შესახებ შემეკითხნენ სამართალდამცველები, მე ვუთხარი, რომ დაანებეთ თავი, ცოტა ხანი შევხედოთ, თუ გადაიზარდა მისი განცხადებები აგრესიაში, მაშინ  რეაგირება უნდა იყოს-თქო. ის მივიდა იმ სტადიამდე, რომ მის განცხადებებზე სამართლებრივი რეაგირება უნდა მოხდეს.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

 

თეგები: მირიან ნიკოლაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მირიან ნიკოლაძე შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებს მიმართავს

მარტი 9, 2021
1.1k
პოლიტიკა

მაგინებდა, მემუქრებოდა, ამ კაცის გარეთ ყოფნა ხიფათის შემცველი იყო – მირიან ნიკოლაძე

სექტემბერი 11, 2020
1.1k
პოლიტიკა

მირიან ნიკოლაძე პარლამენტარობისთვის იბრძოლებს

აგვისტო 14, 2020
1.9k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია