ბოდიშის მოხდა კი არა, მოგიწევთ დაჩოქება ჩვენი ქვეყნის წინაშე, – ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ რუსეთის პრეზიდენტს, ჩეჩნეთის ლიდერსა და 20 ივნისის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს, სერგეი გავრილოვს მიმართა.
„მივმართავ გავრილოვს, კადიროვს და პუტინს – ბოდიშის მოხდა კი არა, მოგიწევთ დაჩოქება ჩვენი ქვეყნის წინაშე“.
შეგახსენებთ, 20 ივნისის, ე.წ გავრილოვის ღამიდან 1 წლის თავზე ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბნენ და სიმბოლური აქცია გამართეს.