„პირველ რიგში პოლიტპატიმრები, განსაკუთრებით, ვიდრე ნიკა მელია არ დაუბრუნდება მოლაპარაკების მაგიდას, ჩემი აზრით, აბსოლუტურად მიუღებელია ყოველგვარი ხელმოწერა ნებისმიერ დოკუმენტზე”,- ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია არ არის სხვადასხვა აზრზე და სრული კონსოლიდაცია იქნება იმის შესახებ, რომ მხოლოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემდეგ შეიძლება მოლაპარაკების მაგიდასთან დავბრუნდეთ“, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
შეგახსენებთ, 16 აპრილს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო.











