„ქართული ოცნების“ წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარს დაუჭერს.
„მმართველი გუნდი, როგორც ყოველთვის, დღესაც ბუნებრივია მობილიზებულია ხმათა აბსოლუტური რაოდენობით, როგორც ეს იყო პირველ და მეორე მოსმენაზე. ასევე, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მხარას უჭერენ ის დეპუტატები, რომლებიც ქმნიან უკვე ჯამში 116 ხმას. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე მესამე მოსმენით და საბოლოოდ საარჩევნო სისტემა, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები დამტკიცდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილებებს დღეს მესამე, საბოლოო მოსმენით უყრიან კენჭს.











