„მე არ გამოვრიცხავ, რომ ვიზიართანაც შეიძლება ჩარტერული ფრენების რეჟიმშიც შევთანხმდეთ რაღაცაზე“,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობისთვის მთავარია ბილეთის ფასი იყოს ხელმისაწვდომი. მან ფრენის სამი მიმართულება გამოყო, რომლითაც საქართველოს სარგებლობს.
„მოსახლეობისთვის სულ ერთია რეგულარული ჰქვია ფრენას თუ ჩარტერული, თუ ბილეთი ხელმისაწვდომი იქნება.
დღეს პრაქტიკულად ჩვენ ვახორციელებთ პროგრამას, რომლიც გვაკავშირებს საჰაერო გზებით ქვეყნებთან. გამოსაყოფია სამი მიმართულება:
- პირველი ეს არის არის სოციალური რეისები, გეგმაზომიერად ჩამოვიყვანთ მოსახლეობას, ვისაც არ აქვს ამისი საშუალება
- მეორე არის ჩარტერული კომერციული ფრენები. ვისაც სურს, რომ ტურისტად ეწვიოს ქვეყნებს, ვინც გვიხსნის საზღვარს, მოინახულოს ნათესავები, ბიზნეს მიზნით გავიდეს ქვეყნიდან, პერიოდულად გამოქვეყნდება მსგავსი ჩარტერული რეისები.
- მესამე არის რეგულარი ფრენები, რომელიც პირველ აგვისტომდეა გადადებული.
ასევე, ნახეთ:
- უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეებს ჩარტერული რეისებით დავაბრუნებთ – გახარია
- ემიგრანტებისთვის სამშობლოში დასაბრუნებული ბილეთის ფასი 200 ევროს არ უნდა აღემატებოდეს – გიორგი გახარია
- მზად ვართ აღვადგინოთ ფრენები! – ავიაკომპანია Wizz Air ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
- საერთაშორისო ფრენები ივლისის ბოლომდე გადავადდება
- ევროპული ქვეყნები, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები (არ) გახსნეს











