“ქართული ოცნების” წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე დარღვევები იყო, თუმცა უფრო მეტი შემთხვევა ოპოზიციის მხრიდან დაფიქსირდა.
სამხარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარები ასეთი ერთსულოვნები არასდროს ყოფილან, როგორც ახლა, ამიტომ ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს მათი რჩევა და შევიდნენ პარლამენტში.
“დარღვევები იყო. თუ ავიღებთ მაგალითად, მიუკერძოებელი დამკვირვებლების შეფასებას, მაგალითად საიასი, საიას შემთხვევაში წერია, რომ მოსყიდვის შემთხვევები უფრო მეტი იყო ოპოზიციის მხრიდან, ვიდრე მმართველი ძალის მხრიდან, იგივე სხვადასხვა ძალადობის ფაქტები და ა.შ. იყო ასევე ოპოზიციის მხრიდანაც. ამიტომ ეს არის მოწოდება ყველას მიმართ, რომ იმიშაონ ერთად, რათა სამომავლოდ ასეთი ტიპის დარღვევები იყოს აღმოფხვრილი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მესამე რაუნდის შემდეგ, ჩვენ ბევრად უფრო დადებით ცვლილებებზე შეგვეძლება საუბარი, ამიტომ წინასწარ არ არის კარგი ამაზე საუბარი, ვის რა გეგმები აქვს ეს გამოჩნდება მოლაპარაკებების დროს,” – აცხადებს “ქართული ოცნების” წევრი ნიკოლოზ სამხარაძე.











