„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მოულოდნელი არ ყოფილა. აბესაძის თქმით, მმართველ გუნდს შეთანხმება ბოლომდე შესრულებული არ აქვს.
„არაფერი მოულოდნელი არ იყო, „ქართული ოცნება“ იძულებული და ვალდებული იყო ეს ცვლილებები მიეღო. პირველ მოსმენაზე ჩვენ მონაწილეობა მოვოღეთ და არ ჩავარდა, ამის შემდეგ მათ სხვა შანსი გარდა სრული ლუსტრირებისა საკუთარი თავის არ ჰქონდათ. მაგრამ 8 მარტის შეთანხმება ჯერ კიდევ ბოლომდე შესასრულებელია და „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებაზე პასუხისმგებელია“,- აღნიშნა აბესაძემ.
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს.











