„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი პარლამენტში ვახტანგ გომელაურის გამოსვლას აფასებს.
„მოვისმინე ბატონი გომელაურის ანგარიში, მაგრამ ვერ გავიგე პასუხები მთავარ კითხვებზე, რომელიც მეც დავსვი და ალეკო ელისაშვილმაც. ეს ის კითხვებია, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, ბადრი ესებუას საკითხი და არასრულწლოვანის თვითმკვლელობის საკითხი და კიდევ ბევრი საკითხი, რომელზე პასუხიც მის ანგარიშში არ იყო. პასუხების ეტაპზე საინტერესოა რა პასუხებს გაგვცემს“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ.










