სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მსოფლიო თანამეგობრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის ცნობას სთხოვს.
„ჰუმანიტარული კატასტროფის და კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, მსოფლიო თანამეგობრობამ უნდა იმოქმედოს გაბედულად და ცნოს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა“ – განაცხადა ფაშინიანმა Euronews-თან ინტერვიუში.
საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღშუ 27 სექტემბერს დაიწყო. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.










