ცნობილი ბრიტანელი მომღერალი სომხეთის მხარდამჭერ აქციას შეუერთდა და Instagram-ზე გამოაქვეყნა წითელი კვადრატი ჰეშთეგით #PeaceForArmenians.
„დღეს მე ვუერთდები სხვებს და ვაქვეყნებ წითელ კვადრატს, რადგან ჩვენ გვინდა მშვიდობა სომეხი ხალხისთვის“ – დაწერა მომღერალმა.
ელტონ ჯონმა გაიხსენა 2018 წელიც, როცა ის სტუმრობდა სომხეთს და „გაოცებული დარჩა ადგილობრივი მოსახლეობის სიკეთით და ადამიანობით“.
„ახლა სომხეთი და არცახი (ყარაბახის თვითდარქმეული სახელწოდება) აზერბაიჯან-თურქეთის უმიზეზო დარტყმის ქვეშ იმყოფებიან. მსხვერპლი ხდება მშვიდობიანი მოსახლეობა და ორივე მხრიდან უაზროდ იღუპებიან ადამიანები. სომხები – შესანიშნავი ხალხია და მტკიცე მშვიდობას“ – განმარტავს მომღერალი.











