„საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით დღეს გაგრძელდება შეხვედრა. დარჩენილია რამდენიმე საკითხი. ყველაზე მთავარი საკითხი, რაზეც გამოიკვეთა აზრთა სხვადასხვაობა, ეს არის მოადგილის საკითხი, სადაც წერია, მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური კვოტით და ეს ნამდვილად ასე იქნება”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
“უბრალოდ შემოთავაზებულ ვარიანტში არის სამი მოადგილე, რომელიც აბსოლუტურად ზედმეტია და სამი მოადგილის აუცილებლობა არ არის. ეს არის საკითხი, რაზეც მოგვიწევს მსჯელობა და რაზეც მგონია, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ ამ მოადგილეს რა ფუნქცია ექნება, ვიდრე ის თუ რამდენი მოადგილე იქნება, რადგან თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მოადგილე ასრულებს მოვალეობას. ეს ფუნქციები იქნება შეთანხმების საგანი ამ შემთხვევაში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.










