„მთავარი არხი“ „საქართველოს ბანკში“ ჩაწერილ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც მას შემდეგაა ჩაწერილი, რაც თავდამსხმელს მოთხოვნილი თანხა ავთანდილ გალდავამ მიუტანა.
თავდამსხმელი:არავინ არ დაშავდება. აქ თუ ვინმე დაშავდა, იქნება თქვენი ბრალი.
ავთანდილ გალდავა: გავიგეთ, მაგრამ რა იქნება ჩვენი ბრალი, არანაირი ზედმეტი მოქმედება არ იქნება. რამდენი კაცი მიგყავს.
თავდამსხმელი:5 კაცი ვიქნებით შენიანად.
ავთანდილ გალდავა: 4 წავიდეთ.
თავდამსხმელი: არა.
ავთანდილ გალდავა:გთხოვ. 5 კაცი, აი, რაღაში გინდა. გამაგებინე ადამიანო.
თავდამსხმელი: რა მეტნი ვიქნებით, მით უკეთესი.
ავთანდილ გალდავა: გავიგე ძმაო, მაგრამ ის სამი კაცი ცოტანი ვართ, დედას გაფიცებ? გეხვეწები, კაცურად გთხოვ. კაცი ხომ ხარ…
თავდამსხმელი: მე ვსაუბრობ.
ავთანდილ გალდავა: ფიზიკურად ხომ ვერ წაიყვან, ამათ ისედაც. გეხვეწები წაიყვანე, წაგვიყვანე. სამი კაცი წავიდეთ.
თავდამსხმელი: დამშვიდდი, დამშვიდდი მეთქი.
ავთანდილ გალდავა: კაი, მშვიდად ვარ. მართლა მეგობრულად გთხოვ.
თავდამსხმელი: გასაგებია, მაგრამ დამშვიდდი. არ მინდა შენი აზრები, შენთვის შეინახე.











