fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მთავრობამ შშმ პირთა უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით, საერთაშორისო დოკუმენტის სავალდებულოდ აღიარების გადაწყვეტილება მიიღო

17:07 თებერვალი 4, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
801
ნახვა

საქართველოს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა და გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის სავალდებულოდ აღიარების საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, ინდივიდუალურად მიმართონ გაეროს კომიტეტს და საკუთარი უფლებები საერთაშორისო დონეზეც დაიცვან.

„ეს არის შშმ პირების უფლებების დაცვისა და მათთვის ღირსეული გარემოს შექმნისათვის გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. ფაკულტატური ოქმის რატიფიკაციის პროცესი საქართველოს პარლამენტის მიერ დასრულდება“, – განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

მისივე შეფასებით, ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების რეალიზაციას, კონვენციით და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განმტკიცებული პრინციპებისა და ღირებულებების სრულფასოვან იმპლემენტაციას.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის მიზანია, ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზება.

კომიტეტი უფლებამოსილია, განიხილოს წევრი სახელმწიფოებიდან განხორციელებული ინდივიდუალური მიმართვები, ჩაატაროს გამოკითხვის პროცედურები, განიხილოს ქვეყნების პერიოდული ანგარიშები და მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები.

თეგები: საქართველოს მთავრობაშშმ პირი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ქართველებო, გელით ნატოსა და ევროკავშირში – პოლონეთის პრეზიდენტი

მაისი 26, 2021
795
პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში: ახლა საქართველოს პოლიტიკური პარტიების საქმეა და არა საერთაშორისო პარტნიორების, რომ მოიძებნოს გზა, რათა შეთანხმება კანონად იქცეს

მაისი 25, 2021
801
პოლიტიკა

რასა იუკნევიჩიანე: საქართველოს გულშემატკივრებსა და წარმატების მსურველებს სურთ ნახონ სწორ გზაზე მიმავალი საქართველო

მაისი 18, 2021
779

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია