fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროვებს საკითხებს, რაც დღეს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ განიხილა

14:18 დეკემბერი 25, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
907
ნახვა

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება, დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებით სტაბილიზაცია და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, დღიურად 20 ათასამდე ტესტის ჩატარება გრძელდება, თუმცა შეინიშნება მოქალაქეების მიმართვიანობის შემცირება, ამიტომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ისარგებლონ შესაძლებლობით, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს და ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ტესტის გასაკეთებლად მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტია.

საბჭოს წევრებმა ხაზი გაუსვეს შემზღუდველი ღონისძიებების ეფექტს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებით სტაბილიზაციაზე, თუმცა აღინიშნა, რომ არსებული მაჩვენებლები მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს, ვინაიდან ეპიდემია საქართველოში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში ჯერ ისევ სერიოზულ გამოწვევად რჩება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეიკავონ თავი საახალწლოდ ხალხმრავალი სადღესასწაულო წვეულებების ორგანიზებისა და მათში მონაწილეობისგან და მომავალი დღესასწაულები ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ, გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ, ისე ახლობელთა ჯანმრთელობას.

ამასთან, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად თბილისის მერიას გამოეყოფა 400 000 ლარი, რათა საახალწლო ღონისძიებებში, რომელიც  ტელევიზიით გადაიცემა, ჩართოს რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე, მუსიკოსი, ვინც სხვაგვარად ამ შესაძლებლობას  მოკლებულია.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება.

საბჭომ დეტალური ინფორმაცია მიიღო ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებულ ვითარებასა და შემზღუდველი ღონისძიებების ეფექტზე ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის შემცირების კუთხით. აღინიშნა, რომ ამ საწოლფონდის დატვირთვის თვალსაზრისით გარკვეული შემსუბუქება შეინიშნება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით კლინიკებში 1664 თავისუფალი საწოლია, რაც ამავდროულად იმაზე მიუთითებს, რომ არ ფიქსირდება მძიმე შემთხვევები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ. ხაზი გაესვა კლინიკური სასტუმროების სისტემის ეფექტურ მუშაობას, სადაც გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ჟანგბადის მიწოდება. გარდა ამისა, ბევრ კლინიკურ სასტუმროს მართავენ კონკრეტული კლინიკები, რაც კიდევ უფრო უკეთ უზრუნველყოფს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ შემზღუდავი ღონისძიებების ამოქმედების შემდეგ, დადებითი ტენდენცია შეინიშნება 112-შიც. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის (112) დირექტორის, გიორგი არსოშვილის ცნობით,  მიმართვიანობა დაახლოებით 38%-ით არის შემცირებული როგორც სასწრაფო სამედიცინო ხასიათის გამოძახებებზე, ასევე კოვიდ-კონსულტაციებზე, ხოლო ასევე საშუალო დღიური მიმართვიანობა დაახლოებით 31%-ით შემცირდა. თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება არამიზნობრივი ზარები 112-ზე, რომელთა რაოდენობა თითქმის 30%-ია. ამიტომ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, 112 გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც კონკრეტული დახმარება ესაჭიროებათ.

საბჭოს სხდომაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური კუთხით. მათ შორის კომისია ინტენსიურად მუშაობს კრიტერიუმების დადგენაზე, პირველ რიგში რომელი ჯგუფები უნდა აიცრან. ამასთან, როგორც ცნობილია, გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს.

24 დეკემბრიდან შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქების პარალელურად, შრომის ინსპექცია, შესაბამის საზედამხედველო უწყებებთან ერთად, აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო სავაჭრო ობიექტებზე, მათ შორის სავაჭრო ცენტრებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მხრიდან როგორც რიგების მართვა, ისე ყველა სხვა აუცილებელი რეკომენდაციის დაცვა ობიექტზე მომხმარებლის დაშვებისას.

საქართველოს შრომის ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით, გასული 24 საათის განმავლობაში ჯამში ზედამხედველობა განხორციელდა 670 ობიექტზე, მათ შორის საქართველოს მასშტაბით შემოწმდა 31 სავაჭრო ცენტრი, რომლებზეც გაიცა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება; ასევე ზეპირსიტყვიერად გაფრთხილდა 619 ინდივიდუალური სავაჭრო ობიექტი; დეტალურად შემოწმდა 10 ობიექტი, თუმცა მათ საქმიანობაში დარღვევები არ გამოვლენილა.

2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კუთხით სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 554 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 101 ფიზიკური პირი დააჯარიმა, მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 453 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. გარდა ამისა, პოლიციამ თბილისში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2 კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 218 724 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 196 220 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 2313 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 396 ადამიანი,  კლინიკურ სასტუმროებში – 1542 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 5969 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

თეგები: საქართველოს მთავრობა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ქართველებო, გელით ნატოსა და ევროკავშირში – პოლონეთის პრეზიდენტი

მაისი 26, 2021
795
პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში: ახლა საქართველოს პოლიტიკური პარტიების საქმეა და არა საერთაშორისო პარტნიორების, რომ მოიძებნოს გზა, რათა შეთანხმება კანონად იქცეს

მაისი 25, 2021
801
პოლიტიკა

რასა იუკნევიჩიანე: საქართველოს გულშემატკივრებსა და წარმატების მსურველებს სურთ ნახონ სწორ გზაზე მიმავალი საქართველო

მაისი 18, 2021
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია