ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, აქციის მონაწილეები მშრალი ხიდისკენ მსვლელობას იწყებენ, სადაც გზას გადაკეტავენ.
„მშრალ ხიდზე, სადაც გადაიკეტება მოძრაობა ჩვენგან, იქ კიდევ მივმართავთ სიტყვით და მკაფიოდ ვიტყვით ჩვენს პოზიციებს – რა არის ამ ქმედების განმაპირობებელი და საფუძველი. გვინდა მოვუწოდოთ მთელი ამ ისტერიის ფონზე, განსაკუთრებით თბილისის მოსახლეობას, რომ ნუ ავყვებით და შვეყვებით ხელისიუფლებას ამ ნარატივში, დავდგეთ ერთმანეთის გვერდზე, ხალხმა უნდა მოვახერხოთ გაერთიანება ყველანაირი ნიშნის გარეშე”, – განაცხადა გოლეთიანმა.










