„ნაციონალური მოძრაობა“ ისე შორსაა ადამიანის უფლებებისგან, როგორც საქართველო და ჩრდილოეთ კორეა – ასე მიმართა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას უსმენენ
„გამოვიყენებ ჩემს უფლებამოსილებას. ახლა ქალბატონი სალომე რომ საუბრობდა ადამიანის უფლებებზე, მე მაგალითად, თქვენს ადგილზე ძალიან შემრცხვებოდა ადამიანის უფლებების კომიტეტზე შემოსვლა, რადგან თქვენ და თქვენი პოლიტიკური ძალა ისე შორს ხართ ადამიანის უფლებებისგან, როგორც საქართველო და ჩრდილოეთ კორეა. მგონი, ძალიან კარგი შედარებაა ამ დიდი მანძილის შესაფასებლად“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
სოფო კილაძის ამ განცხადებას სალომე სამადაშვილი ასე გამოეხმაურა:
„ქალბატონო სოფიო, ეს თქვენი უფლებამოსილება არ არის. თქვენ ხართ სხდომის წამყვანი, ეტყობა, არ გესმით. ზოგადად ხომ არაკომპეტენტური ხართ, მათ შორის, ადამიანის უფლებების მიმართულებით, მაგრამ რეგლამენტი მაინც წაიკითხეთ. რეგლამენტი წაიკითხეთ და გაერკვეთ, თქვენი ვალდებულება რა არის, კომიტეტის სხდომა როცა მიგყავთ“, – აღნიშნა სამადაშვილმა.
ასევე ნახეთ:
- ივანიშვილი დიდი ხანია ყელში გეჩხირებათ, თუმცა მას ვერ მოინელებთ – სოფო კილაძე გოცირიძეს
- კარგია ოპოზიცია თუ დაესწრება პრემიერის ანგარიშს და პოლიტიკურ ცირკს არ მოაწყობს – ვოლსკი
- ვარცხნილობა გაქვთ მაღალი სტანდარტის, მაგრამ მორალური და ზნეობრივი უფლება – არა – ადა მარშანია სალომე სამადაშვილს











