„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი რმან გოცირიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ 31 ოქტომბერს აქციას გეგმავენ. რომან გოცირიძის განცადებით, პარტიის შემაჯამებელი აქცია 30 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
„არჩევნების დღეს როგორ შეიძლება აქცია? ჩვენ აქცია გვაქვს 30 ოქტომბერს 6 საათზე, ამის შესახებ რეკლამაც კი გადის, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. თუ რაიმეს გაყალბება სურთ, როგორც დღეს კობახიძემ გააყალბა ინფორმაცია არვიცი. ჩვენ გვაქვს შემაჯამებელი აქცია 30 ოქტომბერს თავისუფლების მედანზე, სადაც დაცული იქნება ყველა პირობა, მათ შორის, სადეზინფექციო საშუალებები და ყველას დაურიგდება პირბადე“,- განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ცოტახნის წინ განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერიაში განცხადება შეიტანა ნებართვისთვის, რათა 31 ოქტომბერს 12:00საათზე პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართოს.











