რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ მის მოწამვლაში მონაწილე ერთ-ერთ პირს თავად, ფარულად დაურეკა, მან კი დანაშაული აღიარა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ალექსეი ნავალნიმ საკუთარ Youtube არხზე ვიდეო გამოაქვეყნა სათაურით, „მე დავურეკე ჩემს მკვლელს, მან აღიარა“.
რუსი ოპოზიციონერი აცხადებს, რომ FSB-ს სპეციალური ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, კონსტანტინ კუდრიავცევს 14 დეკემბერს დაურეკა და თავი უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთ თანამშრომლად გაააცნო. გავრცელებული ინფორმაციით, ნავალნიმ კუდრიავცევს დაფარული ნომრით დაურეკა. სატელეფონო ზარის დროს ნავალნი კუდრიავცევს ეკითხებოდა, რატომ განიცადა ალექსეი ნავალნის მოწამვლის ოპერაციამ კრახი.
აუდიოჩანწერში კუდრიავცევი ოპერაციის დეტალებზე საუბრობს და განმარტავს, რამ განაპირობა მისი წარუმატებლობა. კუდრიავცევი დარწმუნებულია, რომ ნავალნი ვერ გადარჩებოდა პილოტი ომსკში საგანგებოდ რომ არ დაშვებულიყო.
აუდიოჩანაწერში ის FSB-ს სხვა თანამშრომლებსაც ახსენებს, სტანისლავ მაკშაკოვს, ივან ოსიპოვს და ალექსეი ალექსანდროვს, თუმცა ამბობს, რომ არაფერი სმენია ვლადიმერ პანიაევზე. კუდრიავცევი აცხადებს, რომ მომწამვლელი ნივთიერება ოპოზიციონერის საცვლებში იყო დამალული. მისი ჰოსპიტალიზციიის შემდეგ კი საავადმყოფოდან ომსკში ტანსაცმელები „ადგილობრივმა ბიჭებმა“ წამოიღეს.
„ნოვიჩოკით“ მოწამლული ნავალნი – ვინ არის და რა დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან











