fbpx
18/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ნოვიჩოკით“ მოწამლული ნავალნი – ვინ არის და რა დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან

19:30 ოქტომბერი 2, 2020
წაკითხვის დრო:2 mins read
A A
0
1.9k
ნახვა

„ჩემი მოწამლვის უკან პუტინი დგას, სხვა ვერსიები არ მაქვს“

ალექსეი ნავალნის საქმე – ვლადიმერ პუტინის ძალადობრივი რეჟიმი მსოფლიოს ყურადღებას კიდევ ერთხელ იპყრობს.

რა მოხდა

2020 წლის 20 აგვისტო – რუსი ოპოზიციონერი ციმ­ბი­რის ქა­ლაქ  ომ­სკი­დან, სა­დაც მან ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­და­ტებ­თან ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნე­ბამდე შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა, მოსკოვში მიფრინავს. მოულოდნელად ნავალნი ცუდად ხდება. თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში ეშვება. ალექსეი ნავალნის მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში ათავსებენ.

? მძიმე კადრები თვითმფრინავიდან, სადაც რუსი ოპოზიციონერი მოწამლეს

? მძიმე კადრები თვითმფრინავიდან, სადაც სავარაუდოდ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მოწამლეს❌ https://bit.ly/30fB3H7 ვრცლად

Posted by Prime Time on ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2020

 

2020 წლის 22 აგვისტო – ომსკის საავადმყოფოს ექიმების წინააღმდეგობების მიუხედავად, კომაში მყოფი ალექსეი ნავალნი ბერლინში გადაყავთ . მას ბერლინის კლინიკა „შარიტეში“ ათავსებენ.

2- სექტემბერი – გერმანიის მთავრობა ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს – ნავალნი „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტითაა მოწამლული.

პუტინის „პირობა“ –  „რუსეთი დაინტერესებულია, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული ინციდენტის ყველა გარემოების მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოძიებით“.

7 სექტემბერი – ნავალნი კომიდან გამოდის.

ნავალნის გუნდი  – ალექსეი ციმბირის ქალაქ ომსკის სასტუმროს ოთახში მოწამლეს.

23 სექტემბერი – ნავალნის ბერლინის კლინიკა „შარიტედან“ წერენ.

ნავალნის პრესსპიკერის, კირა იარმიშის განცხადებით, 24 სექტემბერს ალექსეი ნავალნის საბანკო ანგარიშები გაყინეს, მისი ბინა კი, რომელიც მოსკოვში მდებარეობს, დააყადაღეს.

ვინ არის ალექსეი ნავალნი, რატომ ემზადება ევროპა „ნავალნის აქტის“ მიღებისთვის და „ნოვიჩოკი“ – როგორც არასასურველი ადამიანების მარტივად მოშორების საშუალება – ამ სტატიაში სწორედ აღნიშნულ საკითხებს მიმოვიხილავთ.

ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნი – რუსი ნაციონალისტი, ეკონომისტი, იურისტი, პოლიტიკოსი და პუტინის მთავარი კრიტიკოსია. 44 წლის პოლიტიკოსმა კარიერა წლების წინ დაიწყო. 2008 წელს ნავალნიმ ბლოგი შექმნა – რუსეთში არასათანადო მოპყრობისა და კორუფციის შესახებ. შემდეგ კი, 2011 წელს სახელი  ანტიკორუფციული ფონდის დაარსებით გაითქვა.

ანტიკორუფიული ფონდის მთავარი სამიზნე, რუსეთის სახელმწიფო კომპანიებია. მიზნის მისაღწევად, მან მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებებიც ჩაატარა. ნავალნის პოპულარობაში დიდი როლი ითამაშა მის მიერ მომზადებულმა ფილმმა „ჩაიკა“, რომელიც დმიტრი მედვედევის, მასთან დაახლოებული პირების და რუსეთის მთავარი პროკურორის, იური ჩაიკას საქმიანობას უკავშირდებოდა.

 

მისი მთავარი მიზანი პუტინის რეჟიმის დამხობაა. „თაღლითები და ქურდები“, „რუსეთს სისხლს წოვენ“,- ასე ახასიათებს რუსი ოპოზიციონერი პუტინის პარტიას.

2013 წელს მან მოსკოვის მერობისთვის ბრძოლა წააგო.  2018 წელს ნავალნიმ  „პოლიტიკური პარტია „მომავლის რუსეთი“ დაარსა.  (2020 წლის 22 სექტემბერს – რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულ პარტია გააუქმა).  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ნავალნის კანდიდატურა რუსეთის სასამართლომ დაბლოკა. მიზეზი – „კრიმინალური“ წარსული.

ნავალნის მთავარი მიზანი რუსეთში ხელისუფლების შეცვლაა. უფრო კონკრეტულად, მისი მიზანია დაასრულოს პუტინის მმართველობა და ქვეყანაში რეალური რეფორმები გაატაროს.

ნავალნი პუტინის მიმართ წინააღმდეგობრივი ქმედებების გამო არაერთხელ დააკავეს (სულ-7-ჯერ) და ორჯერ მოწამლეს.

კერძოდ, 2019 წელს ნავალნი მოწამვლის გამო ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას რუსმა ექიმებმა მწვავე ალერგიული რეაქციის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა, როგორც ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, „მას ალერგია არასდროს ჰქონია“.

ნავალნი და საქართველო

2008 წლის აგვისტოში ალექსეი ნავალნი ამართლებდა და მხარს უჭერდა რუსეთის მიერ წარმოებულ საომარ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგებში დამამცირებლად მოიხსენიებდა ქართველებს და ხელისუფლებას რუსეთის ტერიტორიიდან მათი გაძევებისკენ მოუწოდებდა.

„რუსეთმა:

  • სამ­ხრეთ ოსეთ­სა და აფხა­ზეთს აღ­მო­უ­ჩი­ნოს სე­რი­ო­ზუ­ლი სამ­ხედ­რო და ეკო­ნო­მი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა;
  • გა­მო­ა­ცხა­დოს სამ­ხრეთ ოსე­თი ფრე­ნე­ბის­თვის და­კე­ტილ ზო­ნად და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­მო­აგდოს ყვე­ლა თვითმფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ამ ზო­ნა­ში შევა;
  •  გა­მო­ა­ცხა­დოს სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი ბლო­კა­და და გა­წყვი­ტოს მას­თან ყვე­ლა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია;
  • რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­ა­ძე­ვოს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა იქ მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე“,- წერდა ნავალნი.

მოგვიანებით, ნავალნიმ რასისტული სულისკვეთებით გამსჭვალული გამოთქმების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა ახლა აცხადებს, რომ ზოგიერთ საკითხში კვლავაც უწინდებურ პოზიციაზე.

ასევე, ნავალნი 20 ივნისის მოვლენებსა და პუტინის იმ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მთავრობას 8 ივლისამდე საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უნდა უზრუნველყო.

„აკრძალა საქართველოსთან ავიამიმოსვლა. ბევრი რუსი ვეღარ შეძლებს შედარებით იაფად და ხარისხიანად დასვენებას. ისმის კითხვა: რატომ სჯის პუტინი რუსებს ქართველების პროტესტისთვის?“, – წერს ნავალნი.

ასევე, ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, ტელეკომპანია Дождь-ზე, ქსენია სობჩაკთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი რეგიონებია.

„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რეგიონებია, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. ცხინვალსა და სოხუმში განვითარდა სისხლიანი მოვლენები, იქ ფაქტობრივად ომი იყო“,- განაცხადა ნავალნიმ.

თუმცა, ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, საქართველო ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე ევროკავშირის განცხადებას შეუერთდა.

კერძოდ – ევროკავშირის განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება ნავალნის ტესტებში „ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით და ხაზგასმით არის აღნიშნული ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების დაწყების აუცილებლობა.

„ნოვიჩოკის“ შემქმნელის ბოდიში ნავალნის – რა ვიცით ნერვულ აგენტზე

21 სექტემბერს „ნოვიჩოკის“ შემქმნელმა, ალექსეი ნავალნის ბოდიში მოუხადა.

„უაღრესად დიდ ბოდიშს ვუხდი ალექსეი ნავალნის იმისთვის, რომ ვმონაწილეობდი ამ დანაშაულებრივ ბიზნესში – იმ ნივთიერების შემუშავებაში, რომლითაც ის მოიწამლა“, განაცხადა ვილ მირზაიანოვმა, რომელიც 1995 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს.

„ნოვიჩოკი“ იგივე „ახალბედა“ (რუსულად) იშვიათად გამოყენებული ნერვული აგენტების კლასს მიეკუთვნება, რომელსაც რუსეთში ორგანული ქიმიისა და ტექნიკის კვლევით ინსტიტუტში 1970-იან წლებში ამზადებდნენ.

ის ცნობილი იყო, როგორც მეოთხე თაობის ქიმიური იარაღი, რომელიც საბჭოთა პროგრამის, „Foliant“-ის ფარგლებში შექმნეს.

„ნოვიჩოკების“ ერთ-ერთი შემქმნელი ვილ მირზაიანია. აგენტების შესახებ პირველი საჯარო განხილვა 1990-იანი წლების დასაწყისში მოხდა. დადგენილია, რომ ნოვიჩოკი 8-ჯერ უფრო ტოქსიკურია ვიდრე ნერვული გაზი (VX), მისი იდენტიფიცირება ძალიან რთულია.

არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ რამდენი ხნის განმავლობაში ჩერდება „ნოვიჩიკი“ ადამიანის ორგანიზმში. ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ თვეების განმავლობაში, ზოგი  – წლების.

ისინი გვხვდება როგორც თხევად, ასევე მყარ ფორმებში. „ნოვიჩიკი“ უფრო ტოქსიკურია, ვიდრე სხვა ქიმიური იარაღები. ის ორგანიზმში შეღწევის შემდეგ, ამოქმედებას 30 წმ-2 წუთამდე უნდება.

სიმპტომები

მირზაიანოვის თქმით, პირველი სიმპტომი მიოზია (გუგის პათოლოგიური დავიწროვება). „ნოვიჩოკის“ დიდი რაოდენობით მიღება იწვევს კრუნჩხვებსა და სუნთქვის გართულებას.

„იწყება კრუნჩხვები, პირღებინება, შემდეგ კი ფატალური შედეგი დგება“,- ამბობს ის.

მირზიანოვის თქმით, ატროპინისა და athene-ის მიღება შხამის მოქმედებას ხელს უშლის, თუმცა ისინი არ კურნავენ.

როგორც ის აღნიშნავს, როდესაც ადამიანი ნერვული აგენტის ზემოქმედების ქვეშაა, მას აუცილებლად უნდა გახადონ ტანსაცმელი და კანი წყლითა და საპნით დაბანონ. ასევე, უნდა მოხდეს ადამიანის ჟანგბადით უზრუნველყოფა.

როგორც რუსეთის Royal United Services Institute-ს ექსპერტი, პროფესორი მარკ გალეოტი აცხადებს,  „ ნოვიჩოკს ორი მახასიათებელი აქვს – დახვეწილობა და თეატრალიზმი“.

„ის იმდენად, ცბიერი და დახვეწილია, რომ შეგიძლია უარყო კიდეც, ან მისი არსებობის დამტკიცება გაართულო“,- ამბობს ის.

ალექსეი ნავალნი პუტინის სპეცსამსახურების არც პირველი და არც უკანასკნელი მსხვერპლია. მაგალითად, 2004 წელს ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია როსტოვში მიფრინავდა, თვითმფრინავში ჩაი დალია და გონება დაკარგა.

2018 წლის 4 მარტს სოლსბერიში ნერვული აგენტით „ნოვიჩოკით“ რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია მოწამლეს.

დეტალურად ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ – ალექსეი ნავალნი და ჩაი, როგორც პუტინის სასიკვდილო იარაღი.

რუსეთის ფედერაციის განცხადებით, 1992 წელს „ნოვიჩოკის“ წარმოება შეწყვიტეს, ხოლო 2017 წელს არსებული მარაგები სრულად გაანადგურეს.

თუმცა, მირზიანოვს ღრმად სჯერა, რომ სკრიპალების საქმის უკან სწორედ რუსეთი დგას:

„ნოვიჩოკი“ რუსებმა  შექმნეს, იარაღად აქციეს, უამრავი რამ იციან, შესაბამისი გამოცდილებაც აქვთ. სავსებით სავარაუდოა, რომ სამთავრობო ლაბორატორიებმა მისი მცირე რაოდენობები შექმნეს და შეინახეს“.

მიუხედავად ამისა, ნავალნის მოწამლვის შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, იური შვიტკინმა განაცხადა, რომ , „ნოვიჩოკს აშშ საქართველოს ლაბორატორიებში ამზადებს.

ნავალნის აქტი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა წინადადება წარადგინა, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქცირებული რეჟიმის შემოღება მოხდეს, რომელსაც რუსი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სახელი დაერქმევა.

„ისევე, როგორც არსებობს „მაგნიტსკის აქტი“, ჩვენც შეგვიძლია ამას „ნავალნის სანქცირებული რეჟიმი ვუწოდოთ“,- განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის, სერგეი მაგნიტსკი რუსი იურისტი იყო, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები კორუფციაში ამხილა. ის დააპატიმრეს და წინასწარ პატიმრობაში 358 დღის მანძილზე იმყოფებოდა. მაგნიტსკი 2009 წელს პატიმრობაში მოკლეს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სანქციები ადამიანის უფლებათა დამრღვევებისთვის მთელს მსოფლიოში როგორც სავიზო შეზღუდვებს, ასევე ფინანსური ანგარიშების გაყინვასა და ქონების დაყადაღებასაც გულისხმობს.

ევროკავშირი ნავალნის აქტის განხილვას მიმდინარე წლის შემოდგომაზე გეგმავს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

 

 ნინი ტაველიძე, PTN.GE

თეგები: ალექსეი ნავალნის საქმენოვიჩოკი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ექიმი, რომელიც ნავალნის მკურნალობდა, ცოცხალი იპოვეს

მაისი 10, 2021
787
მთავარი ამბავი

1 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს რუსეთში ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე

აპრილი 22, 2021
776
მსოფლიო

ნავალნი: გაგეცინებათ ახლა რომ მნახოთ, საკანში ჩონჩხი დაბარბაცებს

აპრილი 21, 2021
798

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია