აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ნავალნის გარშემო არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. ინფორმაციას NYT-ი ავრცელებს.
„აშშ რუსი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გარშემო არსებულ სიტუაციას ყურადღებით დააკვირდება. ჩვენ თვალს ვადევნებთ მომხდარს. ამის შესახებ ინფორმაციას მომაწვდიან“,- განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ცნობებით, ის შესაძლოა, მოწამლული იყოს.











