„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას შტაბზე თავდასხმას ეხმაურება.
როგორც გიგა ბოკერია ამბობს, ეს არის თავდასხმა მოქალაქეების პოლიტიკურ თავისუფლებაზე.
„ესეც არის გამოვლინება იმ ძალიან სახიფათო ვითარების, რაც ივანიშვილმა შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ძალადობა პირდაპირ ან ირიბად წახალისებულია ივანიშვილის რეჟიმის მხირდან და არის თავდასხმა არა ერთ რომელიმე პოლიტიკურ ფიგურაზე ან ერთ შტაბზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებაზე, რომ თვითონ აირჩიონ მთავრობა. ეს არის თავდასხმა პოლიტიკურ თავისუფლებაზე. ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამ მეთოდებით გაგრძელების შემთხვევაში“,- განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას შტაბს ცეცხლი წაუკიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოფისის დაწვა დაახლოებით დილის 7 საათისთვის სცადეს.










