ვენესუელის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ნოკოლას მადუროს განცხადებით, მზადაა თანამდებობიდან გადადგომის საკითხზე რეფერენდუმი 2022 წელს გამართოს. იმ შემთხვევაში თუ ამ ინიციატივის მომხრეები საკმარისი რაოდენობის ხელმოწერებს შეაგროვებენ. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მადუროს მხოლოდ ერთ საკითხზე – „მის მიერ ძალაუფლების მშვიდობიანი დათმობასთან“ დაკავშირებით შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ აშშ და კიდევ 60 ქვეყანა ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ოპოზიციონერ ხუან გუაიდოს აღიარებს, რომელმაც ვენესუელის ლიდერად თავი ჯერ კიდევ 2019 წლის იანვარში გამოაცხადა. ანალოგიური პოზიცია აქვს საქართველოსაც.










