მინდა, პირადად მისგან მოვისმინო მისი მდგომარეობის თაობაზე, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის„ ლიდერის, ნიკა მელიას მოსანახულებლად, პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე.
„რა თქმა უნდა, ამ ჩემი ვიზიტით, გამოვხატავ მის დაკავებასთან დაკავშირებით, ჩემს დამოკიდებულებასაც. მიმაჩნია. რომ მისი წინასწარი პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახე, არ იყო დასაბუთებული. ვფიქრობ, რომ მის დაკავებაში, პოლიტიკური მდგენელი აჭარბებს სამართლებრივ მდგენელს. აქედან გამომდინარე, ამ ფორმით გამოვხატავ ჩემს სოლიდარობას მის მიმართ“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.
მხარდამჭერებმა მელიას დაკავება გააპროტესტეს და პარლამენტთან აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორებმა მასშტაბური აქცია 26 თებერვალს დააანონსეს.
ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.










