კაცი, რომელმაც ნიცაში თავდასხმა განახორციელა, კოვიდინფიცირებული აღმოჩნდა. მაშველები, რომლებმაც მას, დაკავების შემდეგ, პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, თვითიზოლაციაში არიან გადასულები. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Nice Matin-ი წერს
გამოცემის ცნობით, მაშველები ბოროტმოქმედის „კონტაქტებად“ ცნეს.
ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს, დანით შეიარაღებული კაცი ნიცაში, ეკლესიაში დაესხა ადამიანებს თავს. დაიღუპა სამი ადამიანი. დაკავებისას ისიც დაჭრილი იყო.
ანტიტერორისტულმა პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. თავდამსხმელს აღმოუჩინეს დოკუმენტები, რომლის თანახმად ის 21 წლის ტუნისელი იყო, რომელიც საფრანგეთში ოქტომბრის დასაწყისში იტალიის კუნძულ ლამპედუზუდან ჩავიდა.










