ჯო ბაიდენის, ბარაკ ობამას, ბილ გეიტსის, ილონ მასკისა და კიდევ არაერთი ცნობილი ადამიანის Twitter-ის ანგარიშებზე კიბერშეტევა განხორციელდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ჰაკერებმა Twitter-ის გვერდებზე ბიტკოინების რეკლამა განათავსეს, სადაც კრიპტოვალუტის გადარიცხვას მოითხოვდნენ.
ჰაკერებმა ბილ გეითსის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის „ტვიტი“ გამოაქვეყნეს – „მიგზავნით 1000$, გიგზავნით 2000-ს“.
მომხდარს Twitter-ი უკვე გამოეხმაურა.
შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად, Twitter -მა მრავალი ვერიფიცირებული მომხმარებლის ანგარიში დროებით შეზღუდა და მათ მფლობელებს სისტემაში შესაცვლელად კოდური სიტყვების შეცვლა მოსთხოვა.











