fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ოხანაშვილი: დესტრუქციული ჯგუფებისთვის ნიკა მელია მხოლოდ ინსტრუმენტი იყო, რათა ქართველი ხალხისთვის საქვეყნოდ ეთქვათ, რომ კანონის უზენაესობა არ აინტერესებთ

21:33 თებერვალი 23, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
821
ნახვა

სტრატეგიული პარტნიორების ვერც ერთ განცხადებაში ვერ ნახავთ, რომ პოლიციას არ ჰქონდა ამ ღონისძიების ჩატარების უფლება ან არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ნიკა მელიას დაკავების საკითხზე საერთაშორისო გამოხმაურებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, მელიას დაკავების ღონისძიება ევროპული და ამერიკული სტანდარტების დაცვით ჩატარდა.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და საერთაშორისო თანამეგობრობის ვერც ერთ განცხადებაში ვერ ნახავთ შეფასებას, რომ კანონით, პოლიციას არ ჰქონდა ამ ღონისძიების ჩატარების უფლება, ან არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული, ან არასწორად ჩატარდა ეს ღონისძიება. ეს ღონისძიება ჩატარდა ევროპული და ამერიკული სტანდარტის დაცვით, რაც ნიშნავს მაქსიმალურ სიფრთხილეს, ზომიერებას, პროპორციული ძალის გამოყენებას და არა ძალის დემონსტრირებას. ჩვენ ვთანხმდებით, რომ სტრატეგიული პარტნიორების მოწოდება არის ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანი და ჩვენ ამას ყურადღებით ვეკიდებით. აქედან გამომდინარე, ეს ღონისძიება მაქსიმალური სიფრთხილით ჩატარდა. საქართველოში სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ. კანონის უზენაესობის განმტკიცებაში ჩვენ სწორედ სტრატეგიული პარტნიორები გვეხმარებიან. არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ე.წ. პოლიტიკოსის სახელით, კანონი თქვენ თვალწინ დაარღვიოს და აბუჩად აიგდოს ქვეყნის კონსტიტუცია და კანონმდებლობა. როგორც კი ჩვენ ამის პრეცედენტს შევქმნით, მაშინ პრეტენზია არ უნდა გვქონდეს არც სამართლებრივ სახელმწიფოზე, არც კანონის უზენაესობაზე და არც იმ მიზანზე, რასაც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჰქვია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.

სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.

ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.

მხარდამჭერებმა  მელიას დაკავება გააპროტესტეს და პარლამენტთან აქცია გამართეს.

აქციის ორგანიზატორებმა მასშტაბური აქცია 26 თებერვალს დააანონსეს.

ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.

ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე

 

თეგები: ანრი ოხანაშვილინიკა მელიანიკა მელიას საქმე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ნიკა მელია სუს-ში დაიბარეს

დეკემბერი 4, 2021
816
პოლიტიკა

“მზად ვართ კონსულტაციებისთვის” – ანრი ოხანაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

დეკემბერი 3, 2021
762
პოლიტიკა

საჭიროა მოსამართლეების გამწესება, რათა მართლმსაჯულების განხორციელება არ შეფერხდეს – ანრი ოხანაშვილი

დეკემბერი 1, 2021
792

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია