სახალხო დამცველმა ის ადგილი მოინახულა, სადაც ბოლოს, სავარაუდოდ, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი იმყოფებოდა. ამის ამსახველ ფოტოებს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
„სახალხო დამცველის აპარატი პროაქტიულ რეჟიმში სწავლობს გიორგი შაქარაშვილის საქმეს… თვალყურს ადევნებს და მონიტორინგს უწევს გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას. მრავალტომიანი საქმის გაცნობის პარალელურად, 22 ივლისს მოვლენების სრულყოფილი სურათის შესაქმნელად, სახალხო დამცველმა პირადად დაათვალიერა ის ადგილი, რომელიც სავარაუდოდ გიორგი შაქარაშვილმა გარდაცვალებამდე გაიარა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.



შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.
28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.
ასევე დაგაინტერესებთ:
გიორგი ცოცხალი, ნაცემი გადააგდეს არაგვში და იქ დაახრჩვეს – შაქარაშვილის ბიძა










