„ქართულ ოცნებას“ შესწევს ძალა, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდეს“,- ამის შესახებ სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველს მოუსმინეს.
მისი შეფასებით, ნაციონალები იმდენად დეგრადირდნენ, რომ საკუთარ პოლიტიკურ ლიდერად აცხადებენ გიორგი რურუას
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ფიზიკურად გაუსწორდნენ სახალხო დამცველს, ეს არის დეგრადირებული პოლიტიკური ძალა. იმდენად დეგრადირდნენ, რომ საკუთარ პოლიტიკურ ლიდერად აცხადებენ გიორგი რურუას. სად წავიდა გიგა ბოკერია, რომ პირდაპირ ვუთხრა ციხის ბუნტის დროს როგორ ხელმძღვანელობდა კატეგორიული, დამაჯერებელი, როგორც ახლა გამოდის და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ლიდერს.
ბევრი პრობლემაა, ამ ანგარიშშიც ბევრი პრობლემა ჩანს, თუმცა, ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც ეს რეალობა შექმნა, შეგვიძლია ამ კრიტიკის მიღება და განვითარებაზე ფიქრი.
„ქართულ ოცნებას“ შესწევს ძალა, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდეს“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.











