უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციამ გერმანიის ელჩზე იერიში მიიტანა იმის გამო, რომ მან სიმართლე თქვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ამ პარტიამ „საკუთარ პოლიტიკურ მომავალს წერტილი დაუსვა“.
„არაერთი მინიშნების და განცხადების მიუხედავად, რომელიც გააკეთა აშშ-ის ელჩმა, ევროკავშირის ელჩმა, კიდევ უფრო დაკონკრეტება მოუწია გერმანიის ელჩს, რომ იმ დოკუმენტში საუბარი არ არის რომელიმე ადამიანის გათავისუფლებაზე. თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა პიარულ თავხედობას მიმართავს ჩვენი ოპონენტი ორი პარტია, რომელიც ცდილობს, რომ საზოგადოებას დააჯეროს ის, რაც ფურცელზე დაწერილს არ ემთხვევა.
ამიტომ იყო მათი უმწვავესი რეაქცია გერმანიის ელჩის მიმართ, რომელზეც მიიტანეს პირდაპირი იერიში იმისთვის, რომ ამ ადამიანმა თქვა სიმართლე. ამის გამო ის გახდა თავდასხმის ობიექტი. ეს იკადრა იმ პარტიამ, რომელმაც დღეს საკუთარ პოლიტიკურ მომავალს დაუსვეს წერტილი“,- განაცხადა მამუკა მიდნარაძემ.
დაგაინტერესებთ:
- ვუსამძიმრებ ბატონ ჰუბერტს, თარგმანში დაკარგულს ჰგავს! – გიგა ბოკერია გერმანიის ელჩს აკრიტიკებს
- შალვა ნათელაშვილი გერმანიის ელჩის გაწვევას ითხოვს
- „ნაციონალური მოძრაობა“ ნათელაშვილის მოწოდებას ემიჯნება
- გერმანიის ელჩზე შეტევა ძველი ოპოზიციის უხეში შეცდომაა – თალაკვაძე
- ბოკერია, მისი მეუღლე და სხვა „ნაციონალები“ არიან უკიდურესად გაღიზიანებულები – ირაკლი კობახიძე











