პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის თქმით, ოპოზიციას პარლამენტისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე არ უნდა მიემართა. ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„არ იყო სწორი, როცა ოპოზიციამ პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე მიმართა. „ქართული ოცნება“ თუ არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას, ოპოზიციურ პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ, კიდევ გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
პარლამენტი 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვას საკომიტეტო მოსმენაზე 27 იანვარს დაიწყებს.










