საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობისა” და ოპოზიციის მიზანი ქვეყანაში ვითარების დამძიმებაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
„როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ფანჩატურული ერთობის უდიდესი ნაწილის ინტერესშია, რომ ქვეყანაში ყველა მიმართულებით მდგომარეობა დამძიმდეს, რათა ქვეყანაში ცეცხლი დაანთონ და შემდეგ ნაცარში გაკოტრიალდნენ“, – განაცხადა ხუნდაძემ.











