ოზურგეთი-ნატანების სარკინიგზო მაგისტრალზე, ელექტროსადენები მოიპარეს.
არსებული ინფორმაციით, მოპარულია ერთ კილომეტრამდე ელექტროგადამცემი სადენები.
სამთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს რკინიგზამ მუშაობა დღეს განაახლა ქურდობის ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ მოხდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











