fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პანკისის ხეობაში, შმაგი მუთოშვილის განთავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა

19:43 სექტემბერი 20, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
819
ნახვა

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, შმაგი მუთოშვილის განთავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა.

ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მუთოშვილი უდანაშაულოა და მისი დაკავება,  მტკიცებულების გარეშე მოხდა.

ოჯახის ახლობლებისა  და მუთოშვილების გვარის წარმომადგენლების მტკიცებით, შმაგი მუთოშვილის სახლიდან ამოღებული იარაღი, დაკავებისას, პოლიციამ  დაულუქავად წაიღო.

აქციის მონაწილეებისათვის მიუღებელია, რომ, შმაგი მუთოშვილის ძმის,  ვისური მუთოშვილის მკვლელობისათვის დამანაშავეს 11 წლიანი სასჯელი განესაზღვრა, ხოლო შმაგი მუთოშვილს,  მკვლელობის მცდელობისათვის,  20 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

მუთოშვილების ოჯახი, მიიჩნევს, რომ ვისური მუთოშვილის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი დასჯილი არ არის.

„ამ ოჯახის ტრაგედია, მთელი სოფლის ტრაგედიაა. რატომ უნდა დაისაჯოს მკვლელი 11 წლით, მკვლელობის მცდელობისთვის კი 20 წლით. თანაც, ვინც შმაგის იცნობს, იცის, რომ ის ჩამდენი არ არის. სახლში ბავშვები და მოხუცი მშობლები ჰყავს, უპატრონოდ როგორ დატოვებდა. ან სადაური კანონია, რომ პოლიციამ  იარაღი დაულუქავად უნდა გაიტანოს?  ვითხოვთ უდანაშაულო ადამიანი გაანთავისუფლონ“,-  განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბარში ოჯახის ნათესავმა,  ნაზი ბორხაშვილმა.

სოფელ ჯოყოლოში, დაპირისპირებული გვარების,  მუთოშვილ- ქავთარაშვილების საქმის სამართლებრივ დეტალებზე სამუშაოდ, სპეციალური ჯგუფის შექმნას გეგმავენ.

რაც შეეხება ქისტური ადათის მიხედვით შერიგებას, მუთოშვილები ქავთარაშვილებთან დიალოგზე, უარს აცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ შმაგი მუთოშვილი პოლიციამ 18 სექტემბერს დააკავეს.

გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109- და 236- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც, ბრალდების მხარის მტკიცებით,  2020 წლის 29 ივლისს, დაპირისპირებული გვარის წარმომადგენლის, მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვაში გამოიხატა.

შმაგი მუთოშვილს ბრალი დღეს, ოფიციალაურად, რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში წაუყენეს, რის შემდეგაც, თელავის რაიონულმა სასამართლომა მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ავტორი – ხათუნა გულიაშვილი

თეგები: პანკისის ხეობასაპროტესტო აქცია

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ამსტერდამში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ

იანვარი 3, 2022
841
მთავარი ამბავი

ოპოზიცია დღეს სხვადასხვა ლოკაციაზე აქციებს აანონსებს

ნოემბერი 14, 2021
803
საზოგადოება

ანტიდასავლური ქმედება ავტომატურად ნიშნავს საქართველოში რუსეთის გაძლიერებას – მოძრაობა “საირცხვილია“

სექტემბერი 1, 2021
767

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია