წინასაარჩევნოდ სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების წესი იცვლება. დოკუმენტს საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით განიხილავენ.
პარტია, მიღებული 50 ათასი ხმის შემთხვევაში, თითო ხმაზე 15 ლარს მიიღებს. ყოველ შემდეგ ხმაზე კი – 5 ლარს. თუ პარტია მიიღებს ზუსტად 50 000 ხმას, მას ექნება 750 000-ლარიანი წლიური დაფინანსება.
„ფორმულის შინაარსი შემდეგია: პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის, პოლიტიკური პარტია მიიღებს დაფინანსებას თითოეულ ხმაზე 15 ლარის ოდენობით. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ გარკვეული პარტია აიღებს დაახლოებით 3%-ს არჩევნებში, რაც უდრის 50 000 ხმას, ამ შემთხვევაში ის დაფინანსების სახით მიიღებს 750 000 ლარს
ამას შეიძლება დაემატოს გენდერული კვოტის დაცვისთვის დანამატი, რაც არის 30%, შესაბამისად ერთი მილიონი შეიძლება მიიღოს პოლიტიკურმა პარტიამ ხმათა 3%-ის მიღების შემთხვევაში.
რაც შეეხება შემდეგ ხმებს, 50 000-ის ზევით, აქ თითოეული ხმისთვის მიიღებს პოლიტიკური პარტია უკვე 5 ლარს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
ამავე თემაზე ნახეთ:











