წარმატებებს ვუსურვებ აქტივიზმში, თუ სადაც არ უნდა იყოს, ელენე კარგი ადამიანია, – ასე გამოეხმაურა “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ელენე ხოშტარიას მიერ “ვეროპული საქართველოს” დატოვებას.
მოგვიანებით ჩერგოლეიშვილმა ელენეს პარტიიდან წასვლის შესახებ უფრო ვრცლად სოციალურ ქსელში კომენტარებში ისაუბრა.
“დიდი ხანია დისტანცირებულია. კანდიდატობას როცა დათანხმდა, მაშინაც დისტანცირებული იყო,
პარტიისთვის დანაკარგი არ არის.
პოლიტიკისთვის – დანაკარგია.
თუ გავლენას ვერ ამყარებ შენგან განსხვავებული კეთილგანწყობილი ადამიანების გუნდზე, პრობლემა გაქვს –
პოლიტიკოსობა საკუთარი თავის დედოფლობას არ ნიშნავს.
რაღაც რომ ვერ არის რიგზე, უნდა აიღო და გამოასწორო – პარტიის წევრი იყო, ხმა ჰქონდა – მეტი რა არის საჭირო გამოსწორებისთვის?”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.