სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი დანიელი საპატრიარქოს მოუწოდებს მეუფე სტეფანე მარტვილში წირვას განარიდოს.
„პირადად მე, პატრიარქს ვაკისრებ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას, რომ მეუფე სტეფანე მარტვილში წირვას განერიდოს. აქ შელაპარაკებები და დაპირისპირება შესაძლოა მოხდეს, დაზღვეული არავინ არის,” – განაცხადა სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილმა წინამძღვარმა დანიელმა.
საქმე ეხება მეუფე სტეფანეს განცხადებას, რომელმაც ბზობის დღესასწაულზე დასასწრებად მრევლს სალხინოში ჩასვლისკენ მოუწოდა.











